საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ კიდევ 5 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა
საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში კიდევ 5 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. სერტიფიკატები პროექტების ავტორებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამუშაო შეხვედრის დროს გადასცა. გამარჯვებულ პროექტებს შორისაა აკრილის ხელოვნური ქვის გადამამუშავებელი საწარმო;ხის მერქნის ზედაპირის დაფარვა პოლიმერული მასალით ელექტრო-სტატიკურიმეთოდით; სამედიცინო შპადელების წარმოება; ღვინის ჩაის წარმოება; Veggie Press - ნატურალური წვენის წარმოება ინოვაციური რეცეპტით. პროექტებიმრეწველობის, მომსახურების, სოფლის-მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელსფეროებს მოიცავს. თითოეული პროექტი შეიცავს ინოვაციურობისელემენტებს, ემსახურება საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ათვისებული, ან სრულიად ახალი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიის დანერგვას დაიმპორტის ჩანაცვლებას. თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება. საერთო ჯამში ინოვაციურ დამაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს"70 გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებული პროექტების ავტორები უკვე მუშაობენ საკუთარიიდეების განხორციელებაზე. ერთ-ერთი მათგანი - ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურის წარმოების პროექტი პირველ პროდუქციას მარტშიგამოუშვებს და ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს. „სტარტაპ საქართველო" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებსუწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზეwww.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15ასევე „სტარტაპ საქართველო" აპლიკანტებისთვისღია კარის დღესყოველთვიურად მართავს.
ასევე პერიოდულად დაიგეგმება ტრენინგები იმ აპლიკანტებისთის, რომლებიც„სტარტაპ საქართველოს" ვებ-გვერდზე(startup.gov.ge) ელექტრონულრეგისტრაციას გაივლიან.აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციების და სტარტაპების სფეროში, გაეცნონ თანამედროვემარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიებს, დახვეწონ ბიზნეს გეგმის წერის უნარები და დაეუფლონ სხვა საჭირო ცოდნას და ინფორმაციას. დამწყებისაწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.
0